მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კეთილდღეობით მსოფლიოში 46-ე, ხოლო თავისუფლებით - 51-ეა - Atlantic Council

ბინები

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია Atlantic Council-მა მსოფლიოს კეთილდღეობისა და თავისუფლების რეიტინგები განაახლა.

2024 წლის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსი აქვს და 164 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზეა. 100 შესაძლო ქულიდან ქვეყანას 73.4 ქულა აქვს.

რაც შეეხება კეთილდღეობის ინდექსს, საქართველოს სტატუსი "ზომიერი კეთილდღეობაა" და 75 ქულით 46-ე ადგილს იკავებს.

ინდექსში კეთილდღეობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება - ერთ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა, ჯანდაცვის სისტემა და მისი ხელმისაწვდომობა, უთანასწორობის ზომა (ჯინის ინდექსი), გარემოსდაცვითი ვითარება, განათლების სისტემა და მასზე ხელმისაწვდომობა, უმცირესობათა უფლებების დაცვა.

თავისუფლების ინდექსი კი შემდეგ კრიტერიუმებს აერთიანებს: სამოქალაქო თავისუფლება, ქალთა თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და არჩევნების თავისუფლება, სასამართლო სისტემა, საინვესტიციო თავისუფლება, საკუთრების უფლებები, ვაჭრობის თავისუფლება, ბიუროკრატია და კორუფცია, უსაფრთხოება და დაცულობა, კანონთა განჭვრეტადობა.

გლობალური თავისუფლების რეიტინგის სათავეში დანიაა, ხოლო კეთილდღეობის - ნორვეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები