საქართველო მოლაშქრეების მსოფლიო რუკაზე - სვანეთი HIGHLANDER ADVENTURE-ს ახალი ლოკაცია გახდა.
საქართველო HIGHLANDER ADVENTURE-ის ახალი ლოკაცია წელს პირველად გახდა. ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს ჩატარდა 16 ქვეყნიდან 110-ზე მეტი როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი მოლაშქრე გააერთიანა და მათთვის ჯერ კიდევ უცნობის სვანეთი აღმოაჩენინა.