საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. საქართველომ განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე გასულ წელს შეიტანა.