მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო მთვარეზე მისიას შეუერთდება"

როველი მთვარეზე
05.12.23 14:11
189

საქართველო მთვარეზე მისიას შეუერთდება - Touch Summit23-ისა და Spacebit-ის კოლაბორაცია და უნიკალური შესაძლებლობა სამიტის დელეგატებს.

Touch Summit წელს 7-8 დეკემბერს იმართება და 50-ზე მეტ სპიკერს, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს, სტარტაპ ჩელენჯს, სტარტაპ ექსპოს, ინსპირაციას და გართობას აერთიანებს.

წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT შემოუერთდა, რომელიც მთვარეზე 24 დეკემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს. უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდება, რის საშუალებასაც Touch Summit იძლევა.სამიტის ყველა დელეგატს შესაძლებლობა ექნება, ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოს. სპეციალურად ამ კამპნიისთვის შექმნილია ვებ გვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებ პლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეტატებისთის არის შესაძლებელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფძნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნსემენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit გახლავთ პირველი მთავარის როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.

Spacebit-ის მისია Nasa-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. Წარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელად “ასაგუმო” (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. საგანგებოდ მინიჩიპის მეშვეობით "ასაგუმო" მთვარეზე ციფრულ წერილებსაც დატოვებს.

არდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ბმულით საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.

ეგახსენებთ, რომ Touch Summit წელს 7-8 დეკემბერს იმართება: https://touch.ge/touch23/get-pass

სრულ პროგრამას შეგიძლიათ ღონისძიების ვებ გვერდზე გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda/2023-12-07

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები