მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო მწეველი ქვეყნების რეიტინგში 215 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა

58bff5d974cb3
BM.GE
08.03.17 16:44
1442
საქართველო მწეველი ქვეყნების რეიტინგში 215 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მილიონ 200 ათასი მწეველია.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი ადამიანია, საიდანაც 15-წელს ზემოთ მამაკაცების 58,6% ეწევა, ქალების კი 5,8%.
შედეგად, მწეველი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს საშუალო ინდექსი 32,2-ია.

ამავე რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი მწეველი ( 285 მილიონი) ჩინეთშია, შემდეგ მოდის ინდოეთი 111 მილიონით, ინდონეზია - 67 მილიონით, რუსეთი 50 მილონით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები