მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს

574d382a4362c
BM.GE
31.05.16 11:05
1803
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ.
 
ვიზიტი ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ქართული დელეგაციის წევრები მიუნხენში, რეციკლირებისა და ნარჩენების მართვის გერმანული საექსპორტო ქსელის (German RETech Partnership) წარმომადგენლებს შეხვდნენ. RETech - ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ბიო გამოშრობის უმაღლესი დონის ტექნოლოგიასაც გაეცნო, რომლის მეშვეობითაც მყარი მუნიციპალური ნარჩენი შესაძლებელია მშრალ, თითქმის უსუნო მასად და მყარ საწვავადაც გარდაიქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები