მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო NCTS-ის ნაწილი გახდა - რა იცვლება ბიზნეს სუბიექტებისთვის?

საქართველოსა და EU-ს შორის ტვირთბრუნვა გამარტივდა. ევროკავშირის მხარდაჭერით 1 თებერვლიდან საქართველო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია რეალურ რეჟიმში გაცვლის ევროპის ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის - NCTS-ის მეშვეობით მონაცემებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მიერ წარდგენილ თანხმობას საერთო სატრანზიტო კონვენციებზე შეერთების შესახებ. აღნიშნულ კონვენციებში გაწევრიანებით, შესაძლებელი გახდა, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, საერთო ჯამში 36 ქვეყანა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის სწრაფ გადაადგილებას.

რა იცვლება ევროკავშირის, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებისთვის?

სტუმარი: გიორგი კაჭარავა - ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები