მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ნელი ზრდის ტემპს უბრუნდება - PMCG-ის მაკრომიმოხილვა

PMCG-ი საქართველოს ეკონომიკის თებერვლის მაკრომიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს უბრუნდება. კერძოდ, 2024 წელს ეკონომიკის შედარებით ნელი ზრდაა მოსალოდნელი, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 5.2%-ია (2023 წელთან შედარებით 2.3 პპ-ით ნაკლები). ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პროგნოზი კი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

რაც შეეხება ინფლაციას, PMCG-ის მიხედვით, 2024 წელს მთლიანი ინფლაცია სამიზნე ინფლაციაზე (3.0%) ნაკლებ დონეზე, 2.8%-ზე იქნება. მთავრობის ვალი, ბიუჯეტისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2024 წელს, სავარაუდოდ, 2023 წლის დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, ორგანიზაცია წერს, რომ მოსალოდნელია ტურიზმის გაუმჯობესება, თუმცა გასათვალისწინებელია რეგიონული კონფლიქტისა და აზერბაიჯანის საზღვრის დაგვიანებული გახსნის რისკები.

სტუმარი: შოთა მაჭარაშვილი - PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები