რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა ურყევია. ის გამოეხმაურა ანაკლიაში მოქალაქეების მიერ გაკეთებულ გეოგლიფს წარწერით Megobari Act.
"საქართველო ორი ძალის მიერ არის ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი „ქართული ოცნების“ მიერ. აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულით არის დაკავშირებული, ურყევია. MEGOBARI აქტის მიღება — რაც ქართულად მეგობარს ნიშნავს — ამ სიმართლის დასტური იქნებოდა!",- წერს ჯო უილსონი.
Georgia is occupied by two forces: Russia and Russian/Chinese puppet GD. The friendship between the US and Georgian people, bonded by love of freedom, is unbreakable. Passing Megobari — which means friend in Georgian — would be a testament to that truth! https://t.co/ybB0107MTq
— Joe Wilson (@RepJoeWilson) November 12, 2025





























