მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო რეგიონში განვითარების ყველაზე მაღალ დონეზეა"

5b1658d0c04c5
მაია ბიწაძე
05.06.18 13:31
587
საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მუშაობას იწყებენ, - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოსა და სომხეთში ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, მარკ პრიტჩარდმა განაცხადა.

"საქართველოს გააჩნია არაერთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან, ისრაელთან და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. Brexit შემდეგ დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული ხელშეკრულება იქნება ერთგვარი დამატება, საიდანაც საქართველოს შეეძლება მიიღოს ის სარგებელი, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სთავაზობს.

საქართველო რეგიონში განვითარების ყველაზე მაღალ დონეზეა. ქვეყანასთან მოლაპარაკებებს წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება საკმაოდ მარტივია, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მას დაუგროვდა.

შესაძლოა ბრიტანეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან დროში ცოტათი გაიწელოს, მაგრამ ამის პერსპექტივა არსებობს“ - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბრიტანეთიდან სავაჭრო დელეგაცია სტუმრობს, რომლის შემადგენლობაშიც წამყვანი ბრიტანული ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები შედიან. დელეგაციას საქართველოსა და სომხეთში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები