მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო რეიტინგებში

5a62f535ec09f
მარიამ ადამია
20.01.18 12:20
995
2017 წელს საქართველოს პოზიცია ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ათ საერთაშორისო რეიტინგში შეიცვალა. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები.

თუკი საქართველოს მაჩვენებლებს, გადავხედავთ, მაგალითად Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, 2016 წელს, საქართველო, 23-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი, 180 ქვეყანას შორის მე-13-ზე გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს აქვს რეგრესი და სამი ადგილით უკან დაიხია, ანუ 2016 წელს მე-5 პოზიციაზე ვიმყოფებოდით, ხოლო 2017 წელს, მერვე ადგილას გადავინაცვლეთ. თუმცა, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ბიზნესის კეთების სიადვილის, ანუ Doing Business-ის რეიტინგში, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს და ათი კრიტერიუმის მიხედვით არის შეფასებული. პოზიტიური ტენდენცია გულისხმობს 7 ადგილით დაწინაურებას და 2017 წელს უკვე 190 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე გადავინაცვლეთ.

მიუხედავად პოზიტიური ციფრებისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოს მაჩვენებლები გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, სადაც საქართველომ 59-ე პოზიციიდან, 67-ე ადგილას გადაინაცვლა. რეიტინგი ქვეყნებს 114 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, რომელთა უმეტესობის შესადგენად მეწარმეების პირდაპირი გამოკითხვა ჩატარდა. საქართველომ კი, 4.28 ქულით არცთუ ისე დადებითი შედეგი აჩვენა. ანალოგიური მდგომარეობაა ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში, სადაც საქართველო 2016 წელს მე-16 ადგილზე იყო, 2017 წელს კი, მე-19-ზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ერთი ადგილით დავწინაურდით საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში და 88-ე ადგილი დავიკავეთ. 4 პოზიციით დავწინაურდით კორუფციის აღქმისა და დემოკრატიის რეიტინგში და 44-ე და 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება პრესის თავისუფლების რეიტინგს - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", აქ საქართველომ იგივე, 64-ე ადგილი შეინარჩუნა. ხოლო პრესის თავისუფლების რეიტინგში, 2 პოზიციით უკან დავიხიეთ და მე-100 ადგილიდან, 102 ადგილზე გადმოვინაცვლეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები