საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე სტადიონზე მაყურებელთა 50% დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
„საქართველოში 27 თებერვალს საქართველო-რუსეთს შორის საერთაშორისო მატჩი რაგბში გაიმართება.
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ღონისძიებაზე დასაშვები იქნება მაყურებელთა 50%“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.