მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საერთაშორისო ინტერნეტფორუმს მასპინძლობს

5b139c7fe3570
BM.GE
03.06.18 11:42
874
“საქართველო მასპინძლობს EuroDIG – ს, ევროპულ დიალოგს ინტერნეტ-მმართველობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდება. EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილება იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მმართველობაში, მათ შორის, ინტერნეტ-მმართველობაში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EuroDIG 2018 - ის ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 - ზე გამოსვლისას.

უწყების ცნობით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან.ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები