მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო რუკაზე — MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა

tegeta Truck & Bus-მა MAN–ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიება რეგიონული კლასტერის, დუბაის, ფარგლებს პირველად გასცდა და „თეგეტას“ ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში თბილისი გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლობების შეკრებისა და გამოცდილების გაზიარების მთავარ ცენტრად იქცა. ღონისძიებამ ვორქშოფებიც გააერთიანა, მეორე დღე კი პრაქტიკულ ნაწილს დაეთმო, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი გეზის ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ აღნიშნული სერვისცენტრი დაათვალიერეს სტუმრებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები