მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სანქციებისგან თავის არიდების სივრცედ არ უნდა იქცეს - ჯეიკ სალივანი

640c21b895336
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.23 10:16
1345
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების, აგენტების კანონპროექტების უკან გაწვევის და რუსეთის სანქციების აღსრულების შესახებ ისაუბრეს.

“დღეს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები და ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მათ ასევე იმსჯელეს სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ინკლუზიური და ერთიანი მიდგომის შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის მოპოვებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ.

მათ გამოხატეს საერთო შეშფოთება იმ კანონპროექტებთან მიმართებით, რომლებიც იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებას მოახდენს, რომლებიც საგარეო დაფინანსებას იღებენ. ამ კანონპროექტებს შეეძლოთ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა შეეფერხებინათ.

ისინი მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ უკანასკნელ გადაწყვეტილებას ამ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით.

საუბრის ბოლოს მათ იმსჯელეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა იწვნიოს სრული ეკონომიკური ტვირთი, რასაც აშშ-ის და 30-ზე მეტი პარტნიორის მიერ ექსპორტის კონტროლსა და სხვა საქმიანობებზე დაწესებული ერთობლივი ეკონომიკური სანქციები ითვალისწინებს, რათა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისთვის რუსეთმა ეკონომიკურად აგოს პასუხი. ბატონმა სალივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისგან თავის არიდების სივრცედ,”- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები