მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო საქონლის ხორცის 87%-ს ბელორუსსა და რუსეთში ყიდულობს - როგორია 1 კგ-ის საშუალო ფასი?

გასული წლის იმავე პერიოდისთან შედარებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის ხორცის იმპორტი 44.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში იმპორტირებულია დაახლოებით 997 ტონა საქონლის ახალი ხორცი, რაც ჯამურად 5.462 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ამის პარალელურად, ქვეყანაში იმპორტული ხორცის საშუალო ფასი 6%-ით არის გაზრდილი — 2024 წელს 1 კილოგრამი ხორცის საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 5.2 დოლარი იყო, 2025 წელს კი 5.5 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს იმპორტის უდიდესი ნაწილი ბელორუსსა და რუსეთიდან შემოვიდა, რომელთა წილი საერთო იმპორტში 87%-ს აჭარბებს.

BMG-ის აქვს კითხვები: რატომ ვერ ახერხებს ქვეყნის შიდა ხორცის წარმოება მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას? რა გავლენას ახდენს იმპორტის ზრდა ადგილობრივ ფასებზე და მომხმარებელზე? რა გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს ქართულ აგრო-სექტორს?

სტუმარი: ბექა გონაშვილი - "აგროქიზიყის" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები