მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-საუდის არაბეთი - ეკონომიკური კავშირები რიცხვებში

ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის დაწყებამდე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო ერთ-ერთ პოტენციურ პარტნიორად ამ კუთხით, საუდის არაბეთსაც განიხილავს. ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არაბული დელეგაციის საქართველოში ვიზიტს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება. საუდის არაბეთთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არა მარტო ტერიტორიული სიდიდით, არამედ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები ჯერ კიდევ არ აქვს. მართალია საგარეო ვაჭრობა მზარდია, თუმცა მაინც მცირეა. გასულ წელს საქართველო საუდის არაბეთის სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი მხოლოდ 6 მლნ, იმპორტი 15 მლნ იყო. საექსპორტო საქონლის ათეულშია მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები, ღვინო და სპირტიანი სასმელები. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, 2023 წელს ამ ქვეყნიდან საქართველოში 72 953 ვიზიტორი შემოვიდა, კლება 39% იყო. რა თემებზე გაკეთდა ფორუმზე აქცენტი და როგორ აპირებს მთავრობა საუდის არაბეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები