ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ყულევის ტერმინალის გაფართოების კონტექსტში LNG-ტერმინალის მშენებლობა განიხილება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველო შეიძლება იყოს სატრანზიტო ქვეყანა, იგივე გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით.
"რაც შეეხება ყულევის ტერმინალს, ეს არის სოკარის მიერ ოპერირებული ტერმინალი, იქ ხდება ნავთობის ოპერაციები, თუმცა საუბარია იმაზე, რომ არსებობდეს სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავების საშუალება. საუბარი გვქონდა თუმცა შესწავლის ეტაპზეა გაზის ოპერაციები. ეს არის გათხევადებული გაზის ევროპისთვის მიწოდების პერსპექტივა. რადგან დღეს უფრო და უფრო პოპულარული გახდა LNG-ოპერაციები მსოფლიოში, რადგან ადრე არ იყო და მილსადენების გარდა განიხილება სხვა ალტერნატიული ტექნოლოგიებიც. ასე რომ, ეს საკითხები განხილვის საგანია და მიდის ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს საქართველოში გაზის გათხევადება, მოხდეს თხევადი გაზის მიწოდება და შემდგომში ისევ აირად ქცევა სხვადასხვა პორტებში. ამ შემთხვევაში მოქნილობა იზრდება. ჩვენ არამხოლოდ მილსადენებით მოვახდენთ გაზის მიწოდებას, არამედ საქართველო შეიძლება იყოს სატრანზიტო ქვეყანა, იგივე გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ყულევის ტერმინალს, რომლის გაფართოებასაც აზერბაიჯანი გეგმავს?