მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველო შესაძლებლობების საბადოა” - Marriott International-ის ვიცე-პრეზიდენტი

63ea9c3232862
BM.GE
14.02.23 01:00
932
Marriott International-ის ვიცე-პრეზიდენტის, პანკაჟ ბირლას თქმით, საქართველო შესაძლებლობების საბადოა. მან „Forbes კვირას“ ეთერში განაცხადა, რომ დიდ შესაძლებლობებს, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ მაღალმთიან რეგიონებშიც ხედავს.

"ჩვენთვის, საქართველოში ზღაპრული ისტორია დაიწერა. 2004 წელს მარიონი პირველად რომ გავხსენით, ვინ იფიქრებდა, რომ ქვეყანაში, სადაც 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 8 ღია და 4 მშენებარე სასტუმრო გვექნებოდა. დღეს, წამყვანი კომპანია ვართ.

საუბარია ბათუმსა და თბილისზე, მაგრამ კახეთში და მაღალმთიან რეგიონებშიც დიდ შესაძლებლობას ვხედავთ. ჩვენთვის, საქართველო შესაძლებლობების საბადოა.

საქართველოში ოპტიმიზმით და ამაღლებული განწყობით ვხვდებით. რიცხვები მდგომარეობას სიტყვებზე უკეთ წარმოაჩენს. ის, თუ რა შედეგებით დავასრულეთ გასული წელი და დავიწყეთ იანვარი და საერთოდ, ზრდის როგორ ტრაექტორიაზე ვართ, ძალიან გამამხნევებელია და არაფერი მიუთითებს საწინააღმდეგოზე. ამავე ოპტიმიზმს ვგრძნობ, როცა ჩვენს ინვესტორებს, პარტნიორებსა და მენეჯერებს ვხვდები. მარტივად რომ გითხრათ, მე, როგორც ლიდერს, აქ ჩამოსვლა ძალიან მსიამოვნებს - აქ დადებითი ენერგიით ვივსები", - ამბობს პანკაჟ ბირლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები