მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-სომხეთი - როგორია ელექტრონული კომერციისა და საკურიერო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა?

საქართველოსა და სომხეთს შორის გადაზიდვებითა და საკურიერო მომსახურებით ადგილობრივი და სომხური კომპანიები ინტერესდებიან. იგეგმება პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ამანათების მიწოდებას სამ დღეში გახდის შესაძლებელს. საკურიერო კომპანიები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და გადაზიდვების გააქტიურებას ელიან. სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ბაზრების გაერთიანება ორივე მხარისთვის მომგებიანია: ქართულ ბიზნესს პოტენციურად 3 მილიონიანი სომხური ბაზარი ემატება, ხოლო სომხურს - ქართული ბაზარი. სომხეთი-საქართველო: ახალი სავაჭრო შესაძლებლობებისა და მიწოდების ჯაჭვების ათვისება - ამ თემაზე „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. რა პროდუქციის მიწოდებაში ხედავენ შესაძლებლობებს ქართული და სომხური კომპანიები და რა გამოწვევებია ბაზარზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები