მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარება“ - ქვრივიშვილი სომხეთში გაემგზავრა

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან.

მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესპრელიზში.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები