მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-სომხეთის ტურისტული მატარებლის ამოქმედებას ჩეხური კომპანია გეგმავს

სომხეთის რკინიგზა

სამხრეთ კავკასიის რკინიგზა და საქართველოს რკინიგზა შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სამგზავრო მატარებელი ერევანი–ბათუმი–ერევანი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას.

სომხური მხარის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე წერია, რომ ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“ რეგიონში ტურისტული მატარებლის ამოქმედებას გეგმავს.

მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ევროპელი ტურისტების მოზიდვას და მათთვის სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ერთდროულად გაცნობის უნიკალური შესაძლებლობის შეთავაზებას.

იდეა ერევანში გამართული შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, სადაც საქართველოსა და სომხეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო ურთიერთქმედების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

როგორი იქნება ტურისტული მარშრუტი?

„გეპარდ ექსპრესის“ გეგმის მიხედვით, ტურისტული მატარებელი:

  • სამი დღის განმავლობაში იმოძრავებს სომხეთის ტერიტორიაზე.
  • შემდეგ, ის ექვსი დღე საქართველოს ტერიტორიაზე იმოძრავებს.

ეს 9-დღიანი ტურისტული პაკეტი ევროპელ მოგზაურებს საშუალებას მისცემს, სრულყოფილად გაეცნონ როგორც სომხეთის, ისე საქართველოს კულტურულ, ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.

მეტი დეტალი, ასევე ამოქმედების დრო, რელიზში მითითებული არ არის. bm.ge როგორც საქართველოს რკინიგზისგან, ასევე კომპანიისგან შეეცდება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ვადებსა და ფასებზე.

ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ჩეხური ტურისტული კომპანია ტურებს ძირითადად მოზამბიკსა და სამხრეთ კორეაში ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები