მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას"

5b7ebda47646e
BM.GE
23.08.18 17:57
914
"საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეკონომიკური ზრდა სახეზეა. მე ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, რომ შევხვდე სტუდენტებს. ამ კონტექსტში ათწლეულობით დაგროვილი მდიდარი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსა და გერმანიას“, - ამბობს მერკელი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უფრო ინტენსიურად თანამშრომლობდნენ, რადგან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდოს.

"საქართველოში ბევრი გერმანელი ტურისტი ჩამოდის, ჩემთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანული კომპანიების წარმომადგენლები. პრემიერმა ასევე გაგვაცნო შანსები, რომელიც განათლების სფეროშია და შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების სისტემის საქართველოში განვითარების კუთხით”, - ამბობს მერკელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები