მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წელს 3 300 – 3 400 ტონა კაკლის მოსავალს ელოდება

ანიგოზი

საქართველო წელს 3 300 – 3 400 ტონა კაკლის მოსავალს ელოდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ ეთერში, კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანა ქევხიშვილმა განაცხადა.

„წელს კაკლის მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენი მოლოდინი 3 300 – 3 400 ტონა კაკალია“,- აცხადებს ანა ქევხიშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის მიერ აღებული 2000 ტონა კაკლის მოსავალი სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდა.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავუწიოთ კონკურენცია იმპორტირებულ კაკალს, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გამომდინარე, ეს გვიჭირს. ის კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსული პროდუქტი, როგორც ხარისხობრივად, აგრეთვე გემოვნური თვისებებით, ახლოსაც არ მოდის ქართულთან“ - აღნიშნავს ანა ქევხიშვილი.

„ანიგოზის“ დამფუძნებლის ვარაუდით, წლევანდელი წელი იქნება ის წელი, როდესაც ადგილობრივი კაკალი გარკვეული რაოდენობის იმპორტირებულ პროდუქციას ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები