მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ დაფარავს

596dcbd722b34
ელენე გოგბერაშვილი
18.07.17 12:49
1295
თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა უკვე მოახდინა. დარჩენილია ანალოგიური პროცედურა თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან. შედეგად, თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტზე საბაჟო ტარიფების გარეშე პირდაპირ საქართველოდან გავა.

"ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს და ეს პროცესი დასრულდეს როგორც ევროკავშირთან, ისე თურქეთთან და დიაგონალური კუმულაცია შევიდეს ძალაში", - განმარტავს "საქმის კურსთან" ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭროიბისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მარიამ გაბუნიას თქმით, დიაგინალური კუმულაციის პირველი ბენეფიციარი ტექსტილის ინდუსტრია იქნება.

"დღეს საქართველოში შეკერილი ტექსტილი უკან გადის თურქეთში და იქედან შედის ევროკავშირის ბაზარზე. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს პროდუქტი პირდაპირ ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით და საქართველოდან პირდაპირ ევროკავშირში შევა. ყველა სამრეწველო პროდუქტი ისარგებლებს დიაგონალური კუმულაციით, თუმცა ეს რეჟიმი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ დაფარავს", - განმარტავს მარიამ გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები