მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო თურქმენეთთან ჯანდაცვის სფეროში ითანამშრომლებს - სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა

34

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, ახალ ეტაპზე გადასული თანამშრომლობა, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს ორივე ქვეყნისთვის.

დოკუმენტის გაფორმებამდე, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები