მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო "ტვინების დაჩქარებული გადინების" რისკის წინაშე დგას“ - ISET

საქართველოში ტვინების გადინების რისკი სულ უფრო იზრდება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სტაბილურობის ძიებაში ბოლო წლებში კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და სტუდენტების მზარდი რიცხვი ტოვებს ქვეყანას.

თუკი 1990-იანი წლებიდან, ქართველების ემიგრაციას ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა, ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და ინსტიტუციურმა გამოწვევებმა ეს ტენდენციები კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც მოწმობს სტატიკური მონაცემებიც.

მაგ. 2023 წელს საქართველოდან სულ 163,480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91,896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია 71,584 ადამიანის წმინდა გადინება. ეს 2022 წელთან შედარებით 54%-იან და 2021-თან შედარებით 75,3%-იან ზრდას წარმოადგენს. ამ მაჩვენებლით ითვლება, რომ ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია.

რა აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლას?

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები