მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო თხილის ექსპორტიორთა ხუთეულშია - რატომ ღირს ყველაზე იაფი ქართული თხილი?

BM.GE
28.02.23 09:44
428
ISET კვლევითი ინსტიტუტი-ს მიერ მომზადებულ „საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვაში“ წერია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს როგორც წარმოების ზრდის, ისე ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ამ სექტორში მოწინავე პოზიცია დაუმკვიდროს. კვლევის თანახმად, 2021 წელს საქართველო მსოფლიოში თხილის ექსპორტიორთა ხუთეულში იყო: თურქეთი (54.2%), იტალია (14.4%), ჩილე (6.4%), ამერიკის შეერთებული შტატები (6.0%) და საქართველო (4.8%). თუმცა, ქვეყნების ხუთეულში ქართულ თხილს ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს. რა ტენდენციები გამოიკვეთა თხილის წარმოების ინდუსტრიაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები