"მსოფლიოში თხილის ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებშიც როგორიც თურქეთი და იტალიაა აქტიურად ებრძვან სხვადასხვა დაავდებებს", - განაცხადა "საქმის კურსთან“ ინტერვიუში თხილის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ჯუზეპე კალკანი ამბობს, რომ თხილის დაავადებებთან საბრძლველად მნიშვნელვანია ერთიანი მიდგომა და მთავრობის ჩართილობაც.
"დაავადებები დროებითია, ცოტა ხნის წინ გაზეთებში ინფორმაცია წავიკითხე, რომელიც ნონსენსია. მე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ექსპერტი ვარ ალფატოქსინის საკითხებში და მისი გამოსწორება შესაძლოა სწორი ქვედებებებით,და პრდუქციის გასუფთავსების სწორი ტექნიკით. 20 წლის წინ ის მართლაც საშიში იყო, დღეს კი ამ საკითხს ასე აღარ ვუყურებ. სწორი მოვლით მისი მოშორება მარტივია. მინდორი და მიწა უნდა იყოს სუფთა, უნდა გაირეცხოს თხილიც, ეს ფერმერისთვის პროდუქციის ღირებულების 10-15%-ს ქმნის. უმეტესობამ არ იცის ისიც, რომ უნებურად კარგავენ ამ ღირებულებას. მსოფლიოში საკვების 35% იკარგება. რაც ნიშნავს რომ ფულის 35%-ი იკარგება, საქართველო არაა მსგავს სიტუაციაში. მაგრამ საქართველოს შეუძლია ის 10%-იც დაიბრუნოს.
ეს ყველაფერი ჭორები და სეკულაცია მგონია, თხილი ძალიან უსაფრთხოა და ამას ისიც ამოწმებს რომ საბოლოო პროდუქტი, რომელშიც ის ხვდება არის ისეთი ფართოდ მოხმარებადი პროდუქტი, როგორიც მაგალითად შოკოლადი, ნაყინი და ნუტელაა", - ამბობს ჯუზეპე კალკანი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ 2016 წელს თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სიტემით მიიღო 9, 2017 წელს კი 2 შეტყობინება.
"ევროკავშირის ბაზარზე 500 მილიონი მომხმარებელია, ის მსოფლიოში უმსხვილესი ბაზარია, თუმცა ეს ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან იზრდება მოხმარება ინდოეთსა და ჩინეთში და უახლოეს 10 წელში სწორედ ისინი გახდებიან მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრები. დღეს საქართველო მესამე კლასის ქვეყნებშია ის ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, საუკეთესო ქვეუნების სიაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული თხილი პირდაპირ უნდა მოხვდეს შოკოლადის ინდუსტრიაში", - ამბობს ჯუზეპე კალკანი.

























