მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო - UAE საინვესტიციო კავშირები & შესაძლებლობები/ Invest Georgia UAE ღონისძიებას მართავს;

თბილისში ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს დელეგაცია იმყოფება, რომელთა მონაწილეობითაც დღეს ბილტმორში ღონისძიება „Invest Georgia არაბთა გაერთიანებული საამიროები” იმართება. დელეგაციის შემადგენლობაში 35 სტუმარი შედის, რომელთა შორისაც არიან ინვესტორები, საბროკერო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და უძრავი ქონების სპეციალისტები საამიროებიდან. ღონისძიების ფარგლებში იმართება პრეზენტაციები საქართველოში უკვე არსებულ ინვესტიციებსა და კომპანიებზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე პრეზენტაციები გამართეს ქართული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები