მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-UAE საინვესტიციო კავშირები&შესაძლებლობები/ Invest Georgia UAE ღონისძიებას მართავს;

თბილისში ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს დელეგაცია იმყოფება, რომელთა მონაწილეობითაც ბილტმორში ღონისძიება „Invest Georgia არაბთა გაერთიანებული საამიროები” გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში 35 სტუმარი შედის, რომელთა შორისაც არიან ინვესტორები, საბროკერო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და უძრავი ქონების სპეციალისტები საამიროებიდან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები საქართველოში უკვე არსებულ ინვესტიციებსა და კომპანიებზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე პრეზენტაციები გამართეს ქართული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები