საქართველო-ამერიკის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აუცილებლობაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მაიკლ ქოუგლი საუბრობს.
- ბატონო მაიკლ, როგორ ფიქრობთ რა გააუმჯობესებს და გაზრდის აშშ-სა და საქარველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს?
- ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ ერთგვარი დელეგაცია მოვიწვიეთ, რომელიც სწორედ საქართველოსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობის საკითხს განიხილავდა. აშშ-ის კონგრესი, ისევე, როგორც სენატი აღნიშნული ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით დაინტერესებულია. მთავარი აქცენტი გაკეთებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გაკეთდა. ამ შთანხმების მეტად განვითარება და უფრო მაღალი დონის სავაჭრო ურთიერთობების არსებობა ჩვენ ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგალითისთვის, საქართველოს უფრო ღრმა ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი კავშირი არ აქვს. ვფიქრობ, რომ იმისათის, რომ საქართველოს საექსპორტო ბაზარი ამერიკისთვის კიდევ უფრო გაიხსნას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი. ასევე ქართველებმაც მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის შესახებ. ამ ყველაფრს და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის დაწინაურებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან დაეხმარება.
ჩვენ აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია.
- სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქარველოს მოწინავე პოზიციები აქვს და რისი ბრალია, რომ ქვეყანაში ინვესტიციების არასაკმარისი რაოდენობაა, ცნობადობა როგორია - აშშ-ში საქართველოს კარგად იცნობენ?
- ეს გლობალური ბაზრის პირობებია და შესაბამისად ინფორმაცია მაღალია. ბევრ ადამიანს უხდება ინვესტირების განხორციელება განსხვავებულ სფეროებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი დაწინაურებასთან არის დაკავშირებული და უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ბიზნესკლიმატში ჩართული. საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში საკმაოდ დიდი წინსვლა განიცადა. სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაზრდის და აამაღლებს ცნობადობას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახლოდან გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე შორიდან. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა, გაიგებს როგორი ბიზნეს გარემოა და როგორი მთავრობაა ქვეყნის სათავეში.
- ამერიკამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ბოლოს 2012 წელს გააფორმა, რა სამუშაოს მოითხოვს და რა დრო სჭირდება აღნიშნულ პროცესს, მაგალითად ჩინეთთან ძალიან მარტივად, მოკლე დროში გაფორმდა მსგავსი ხელშეკრულება..
- ვფიქრობ, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საკმაოდ სწრაფად მიიღწევა. ჩინეთთან იგივე შეთანხმების გაფორმება ძალიან მარტივი იყო. გასული კვირის განმავლობაში დელეგაციის ყველა წევრმა გაანალიზა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს პროცესი საკმაოდ მარტივი იქნება.

























