მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უმუშევრობით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად რჩება

დასაქმება

2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 13.9%-მდე შემცირდა. ეს უფრო მაღალი შემცირებაა, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ 2024 წლისთვის საქართველოში 14.5%-იანი უმუშევრობა იქნებოდა. ანალოგიურ პროგნოზს ინარჩუნებს ფონდი საქართველოსთვის 2025 წელსაც, თუმცა უმუშევრობის კლების ტენდენციის გათვალისწინებით სავარაუდოდ აღნიშნული პროგნოზი 2025 წლის აპრილში განახლდება.

რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, საქართველოში 2025 წელს უმუშევრობის კლების მიუხედავად, ქვეყანა უმუშევრობის დონით მსოფლიოში კვლავ მაღალ პოზიციას ინარჩუნებს. მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში IMF-ს უმუშევრობის სტატისტიკა აღრიცხული აქვს 99 ქვეყნისთვის. IMF-ის სტატისტიკაში არაა უმუშევრობა აღრიცხული არაერთი უღარიბესი ქვეყნისთვის, სადაც სავარაუდოდ მაღალი უმუშევრობაა, თუმცა იმ 99 ქვეყანას შორის რომელთა სტატისტიკაც აღრიცხულია საქართველო უმუშევრობით სუდანის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ მსოფლიოში მესამე პოზიციას იკავებს. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება რომ IMF-ი 2024 წელს საქართველოში 14.5%-იან უმუშევრობას მოელოდა, ანალოგიურია პროგნოზი 2025 წლისთვისაც, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი 13.9%-ია. თუკი IMF-ის სტატისტიკაში 14.5%-ს შევცვლით 13.9%-ით მაშინ საქართველო უმუშევრობით მაინც მესამე ადგილზე დარჩება, რადგანაც მეოთხე პოზიციაზე მყოფი სომხეთის უმუშევრობა 13.5%-ია, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაბალია.

IMF-ის სტატისტიკა 2025 წლის უმუშევრობის შესახებ - პროგნოზი გაკეთებულია მსოფლიოს 99 ქვეყნისთვის

# ქვეყანა უმუშევრობის მოსალოდნელი პროცენტული მაჩვენებელი
1 სუდანი 55.68%
2 სამხრეთ აფრიკა 33.89%
3 საქართველო 14.50%
4 სომხეთი 13.50%
5 ბოსნია და ჰერცეგოვინა 13.20%
6 ჩრდილოეთ მაკედონია 12.80%
7 უკრაინა 12.71%
8 მაროკო 12.65%
9 ესპანეთი 11.24%
10 ალბანეთი 10.70%
11 საბერძნეთი 10.07%
12 სურინამი 10.00%
13 კოლუმბია 10.00%
14 თურქეთი 9.88%
15 ბაჰამები 9.77%
16 ყირგიზეთი 9.01%
17 სერბეთი 9.01%
18 კოსტა რიკა 8.65%
19 კაბო ვერდე 8.50%
20 ირანი 8.40%
21 შვედეთი 8.25%
22 ჩილე 8.03%
23 ურუგვაი 8.03%
24 პანამა 8.00%
25 ჰონდურასი 8.00%
26 ბარბადოსი 7.86%
27 არგენტინა 7.60%
28 პაკისტანი 7.50%
29 ფინეთი 7.40%
30 ეგვიპტე 7.35%
31 ბრაზილია 7.22%
32 საფრანგეთი 7.22%
33 იტალია 7.16%
34 ესტონეთი 7.12%
35 ლიეტუვა 7.10%
36 პუერტო რიკო 6.52%
37 პერუ 6.50%
38 ლატვია 6.50%
39 პორტუგალია 6.42%
40 ნიკარაგუა 6.36%
41 პარაგვაი 6.29%
42 მავრიკი 6.27%
43 კანადა 6.25%
44 დომინიკელთა რესპუბლიკა 6.00%
45 ლუქსემბურგი 5.92%
46 უზბეკეთი 5.81%
47 ბელგია 5.70%
48 სლოვაკეთი 5.70%
49 ავსტრია 5.56%
50 ხორვატია 5.47%
51 რუმინეთი 5.40%
52 აზერბაიჯანი 5.33%
53 სალვადორი 5.22%
54 ფილიპინები 5.18%
55 ახალი ზელანდია 5.11%
56 ინდონეზია 5.10%
57 ჩინეთი 5.10%
58 კვიპროსი 5.07%
59 ბოლივია 5.05%
60 არუბა 5.01%
61 მონღოლეთი 5.00%
62 ბრუნეი 4.90%
63 ყაზახეთი 4.78%
64 ფიჯი 4.70%
65 ავსტრალია 4.40%
66 ირლანდია 4.39%
67 აშშ 4.37%
68 უნგრეთი 4.23%
69 ნიდერლანდები 4.20%
70 ბულგარეთი 4.20%
71 გაერთიანებული სამეფო 4.10%
72 ეკვადორი 4.00%
73 სან-მარინო 3.94%
74 ისლანდია 3.83%
75 ნორვეგია 3.81%
76 ტაივანი 3.67%
77 სლოვენია 3.53%
78 მალაიზია 3.53%
79 მოლდოვა 3.50%
80 ისრაელი 3.40%
81 ბელიზი 3.40%
82 პოლონეთი 3.31%
83 მექსიკა 3.29%
84 გერმანია 3.15%
85 მალტა 3.01%
86 რუსეთი 3.00%
87 სეიშელის კუნძულები 3.00%
88 სამხრეთ კორეა 3.00%
89 დანია 2.97%
90 ბელარუსი 2.95%
91 ჰონგ კონგი 2.74%
92 იაპონია 2.50%
93 ჩეხეთი 2.50%
94 შვეიცარია 2.45%
95 ვიეტნამი 2.03%
96 სინგაპური 1.90%
97 მაკაო 1.75%
98 ანდორა 1.55%
99 ტაილანდი 1.00%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები