ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ, უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ორი ქვეყნის შორის საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი შერეული კომისიის პირველი სხდომა თბილისში გაიმართა და მასში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილეს.
სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი სანებართვო კვოტების მოცულობაზე, მათ ეფექტიან გამოყენებასა და მიმდინარე საჭიროებებზე.
მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება — საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის არსებული სანებართვო კვოტა 50%-ით გაიზარდა, რაც ორივე ქვეყნის სატრანსპორტო სექტორისთვის ოპერირების პირობებს გააუმჯობესებს.
ორმხრივი შერეული კომისიის მომდევნო სხდომა 2026 წელს ბუდაპეშტში გაიმართება.
bm.ge-მ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ჰკითხა, რამდენია კვოტა ამ ეტაპზე. მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.




























