მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა 7-8 ოქტომბერს მხარდამჭერი: საქართველოს ბანკი

სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი SOLO Business-ის მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და საქმიანი კავშირების გაფართოებაში მხარდაჭერას აგრძელებს. გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ბანკის მხარდაჭერით, 7-8 ოქტომბერს, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენა, საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა უკვე მეორედ გაიმართება. JW Marriott Tashkent-ში დაგეგმილ ღონისძიებას 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრება და მასში 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა EuroUZ-ისა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ტარდება, რაც ქართულ ბიზნესს B2B შეხვედრებისა და პირდაპირი ინვესტორების მოძიების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

სტუმრები: დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი;

ჯემალ კაკაბაძე - გაყიდვების ასოციაციის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები