საქართველო - უზბეკეთი:აბრეშუმის გზა“-ამ სახელწოდებით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპა-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, ტაშკენტში მასშტაბური ბიზნეს გამოფენა გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, ქართული კომპანიებისთვის უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების გაცნობა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა იყო. გამოფენამ კორპორაციული სექტორის 2,000-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, ხოლო მასში მონაწილეობა 50-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყო სამშენებლო და პროექტების მართვის კომპანია CMC, რომელმაც ორი დღის განმავლობაში როგორც ღონისძიების ფარგლებში, ისე მის მიღმა, არაერთი საინტერესო, საქმიანი შეხვედრა გამართა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებთან. მეტიც, ბიზნეს გამოფენის ფარგლებში კომპანიამ რამდენიმე საპარტნიორო შეთანხმებაც გააფორმა. აღსანიშნავია, რომ CMC უკვე აქტიურად ოპერირებას იწყებს უზბეკეთის ბაზარზე.






























