მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ - ტაშკენტში ბიზნეს გამოფენა გაიხსნა;

დღეს უზბეკეთში, ტაშკენტში ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ქართული ბიზნესები იღებენ. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის საქართველოდან 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. ბიზნესგამოფენა გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები