საქართველო უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმს მასპინძლობს - წარმოება, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები - ეს ის საკითხებია, რაზეც ორი ქვეყნის მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები მსჯელობენ. საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე უზბეკეთის 74 კომპანიაა ჩამოსული, ხვალ კი ქვეყანაში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება, განამტკიცოს კავშირები. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ზრდა ძირითადად საქართველოდან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. რა პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ხედავენ მხარეები ერთმანეთის ბაზრებზე და რა სფეროებით ინტერესდებიან უზბეკი და ქართველი ბიზნესმენები?


































