ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო "ბიზნესკონტრაქტთან" ინოვაციების სფეროში რამდენიმე ფაზიან რეფორმებს აანონსებს. ერთ-ერთი რეფორმა ვენჩურული საინვესტიციო ფონდების შექმნის წახალისების მექანიზმია. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ავთანდილ კასრაძე განმარტავს, გარდა იმისა რომ სახელმწიფო "სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში აფინანსებს სარისკო ინვესტიციებს, მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები სახელმწიფოსთან ერთად კერძო საინვესტიციო ფონდების მხრიდანაც დაფინანსდეს.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ვენჩურული ფონდების შექმნის წახალისების მექანიზმი კანონპროექტის სახით კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სექტემბერში წარედგინება და შემდგომ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

























