საქართველო საბერძნეთის მატჩამდე ერთ საათზე ოდნავ მეტი რჩება. დაიწყო სტადიონის შევსება, მზადებაა ქვეყნის დიდი ქალაქების ცენტრებში, სპორტულ კლუბებსა თუ ბარებში. რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მერიის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი კომპანიების პარტნიორობით მოწყობილია დიდი ეკრანი და სანაკრებო სიმბოლოებით დატვირთული აქსესუარების ფან შოპი სადაც მატჩის საყურებლად გულშემატკივრები იკრიბება.