ვაშინგტონში გამართულ "ვენდისის" ყოველწლიურ საერთაშორისო კონვენციაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და ასევე სხვა ქვეყნების ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს და როგორც ქსელის გაფართოების, ისე საკვების უმაღლესი ხარისხის, გაყიდვების მაჩვენებლისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის გამო დააჯილდოვეს.