ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს დაასუბსიდირებს, მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განხორციელდება. ამ მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას. როგორც ირკვევა, ყაზახეთი საქართველოში მარცვლეულის ტერმინალის პროექტის განხორციელებითაც არის დაინტერესებული. რა სარგებელი აქვს ამ მიმართულებით საქართველოს და რამდენად შესაძლებელია ქართულმა წისქვილკომბინატებმა რუსული ხორბალი ყაზახურით ჩაანაცვლონ.