ორი ქვეყნის საქართველოს და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურების მონაცემების დამუშავებისას და ანალიზისას შოთა ტყეშელაშვილმა რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა. საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა, სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით $53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გაიგზავნა. BMG-იმ შეამოწმა ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი, რომლის მიხედვითაც მათ თამბაქოს ნაწარმი წელს შეიძინეს 34 ქვეყნიდან, თუმცა მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს და ამ მხრივ იმპორტი 0 დოლარია. საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთი ავტომობილების რომლებისთვისაც არის. საქსტატის მონაცემებით, წლევანდელი წლის ათ თვეში მანქანების ექსპორტი 13.5%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტირებული მანქანების მთავარი ბაზარი ყირგიზეთია, სადაც 964 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. შარშანდელთან შედარებით აქ ზრდა 95%-ია. ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს.