მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ყოველთვის იყო საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი - AGBC-ის პრეზიდენტი

5edba29fbabab
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.20 20:09
877
საქართველო ყოველთვის იყო საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა (AGBC) მამუკა წერეთელმა Forbes Talk-ში გიორგი ისაკაძესთან ინტრევიუში  ქვეყნის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი შეფასებით, 90-იანი წლების დასაწყისში ნავთობ და გაზსადენების პროექტების განხორციელებით ქვეყანამ ეს ფუნქცია კვლავ დაიბრუნა. 

„2 ათეული წელია, დაახლოებით 90-იანი წლებიდან, იმის მერე, რაც საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიურმა სიტუაციამაც გამოსოწრება დაიწყო, რაც ქვეყნის ინტეგრაციის მთავარი წამყვანი თემა იყო, როგორც რეგიონალურ ჭრილში, ასევე გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ჩართვის საქმეში, მაშინ პირველი პროექტები იყოს ნავთობსადენები, რომლებმაც დააკავშირეს კასპიის ზღვის საბადოები შავი ზღვის საქართველოში სპეციალურად აშენებულ საპორტო ინფრასტრუქტურას - სუფსაში და შემდეგ უკვე ბევრად უფრო დიდი და გლობალური მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც დააკავშირა ბაქოსთან არსებული საბადოები უკვე თურქეთში ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ პორტ ჯეიჰანს .ამ პროექტების საშუალებით მოხდა საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის აღდგენა. იმ ფუნქციის, რომელიც საქართველოს ჰქონდა დმანისიდან, პერიოდიდან, როდესაც პირველი ადამიანები მოვიდნენ საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე, ალბათ 2 მლნ წლის წინ, იმ პერიოდიდან დაწყებული საქართველო ყოველთვის იყო საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი.

სამწუხაროდ, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვითარებების გამო, ნელ-ნელა დაიწყო საქართველომ ამ ფუნქციის დაკარგვა, განსაკუთრებით იმის მერე, რაც ბიზანტია დაეცა და ჩვენი სამხრეთის, დღეს კეთილი, მაგრამ იმ პერიოდში არც ისე კეთილი მეზობლები დომინირებდა ამ საზღვაო და სატრანზიტო გზებზე. ნელ-ნელა საქართველომ დაკარგა ეს ფუნქცია და სამწუხაროდ 90-იან წლებამდე ამის აღდგენა ვეღარ მოხერხდა“, - თქვა მამუკა წერეთელმა.

AGBC-ის პრეზიდენტის შეფასებით, სატრანზიტო როლის და ფუნქციის დაბრუნებამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კვლავ საქართველოზე გადმოატანინა, რაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არამხოლოდ ჩვენ გვაქვს, არამედ სხვა დიდ პოლიტიკურ, კომერციულ მოთამაშეებს. 90-იანი წლებიდან ვერთვებით ისეთ საერთაშორისო პროცესებში, რომლებიც ყურადღებას მოაპყრობს საქართველოს მიმართ და ეს იყო ჩვენი სტრატეგიული ამოცანა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე და საბედნიეროდ, ისე დალაგდა დიდი გეოპოლიტიკური სურათი მაშინ, რომ ამის საშუალება მოგვეცა. 

ამასთან, საქართველოს ნავთობსადენებისა და გაზსადენების ჩართვის პროცესი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ევროპა ფართოვდებოდა იმის მერე, რაც საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა. ევროპის გაფართოება გულისმობდა როგორ პოლიტიკურ გაფართოვებას, ასევე რაც მთავარია იმ თავისუფალი ეკონომიკის, დემოკრატიული მართვის ახალი პრინციპების დამკვიდრებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამას გარდა ამ ტერიტორიას სჭირდებოდა ენერგეტიკული მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს მანამდე რუსეთზე იყო ისტორიულად მიბმული, სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საბადოების აღმოჩენა კასპიის ზღვაში და კარგად მიება გაფართოვების ამ დიდ პროექტს“, - აღნიშნა AGBC-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები