მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ტონა) აღემატება.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 9%-ით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, 5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 154 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.