მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 285.4 ტონა ნივრის ექსპორტი განხორციელდა - სად გადის ქართული ნიორი

5be8412af2040
თელარა გელანტია
11.11.18 18:43
3211
2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 339 ათას 800 დოლარის ღირებულების 285.4 ტონა ნივრის ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, წელს ქართული ნიორი ექსპორტზე მხოლოდ რუსეთში გავიდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს ნივრის ექსპორტი რუსეთის გარდა, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც განხორციელდა. ჯამურად, ნივრის ექსპორტიდან საქართველომ 2017 წელს 291 ათას 900 დოლარის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ნიორი ერთადერთია, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას ლიმიტია დაწესებული და საქართველოს საბაჟო გადასახადის გარეშე წელიწადში მხოლოდ 220 ტონა ნივრის გატანა შეუძლია ექსპორტზე.

Bm.ge დაინტერესდა, გადის/გადიოდა თუ არა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე - სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან დღემდე მცირე რაოდენობის (300 კგ) ნივრის ექსპორტი ერთადერთხელ განხორციელდა ლატვიაში, 2017 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები