მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული - სად გადის ქართული ვაშლი?

5f5bac14bcddf
ინგა მურუსიძე
11.09.20 22:00
1907
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, სამჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 %-ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

კერძოდ, ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა - სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონგ-კონგი) გავიდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები