უცხოური აგენტების ლობისტური კონტრაქტების რეგისტრაციის ამერიკულ სისტემა FARA.Gov-ზე გამოქვეყნდა ახალი ლობისტური ხელშეკრულება საქართველოდან. ხელშეკრულება მედია ანტერპრენერმა დავით ბაღაშვილმა გააფორმა და მისი ხანგრძლივობა ერთ თვეს შეადგენს, ღირებულება კი $15,000-ია.
Fara-ს თანახმად, კონტრაქტის მიზანს წარმოადგენს აშშ-ის ლობისტურ ბაზართან გაცნობა და ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება. ხელშეკრულება კომპანია Daschle Group-თან გაფორმდა.
"ბატონი ბაღაშვილი არის სტრატეგიული და მედიაკონსულტანტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს და მომსახურებას უწევს კერძო ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს. რეგისტრანტი ( გაუწევს კონსულტაციას ბატონ ბაღაშვილს, რათა დაეხმაროს მას მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკისა გაგებასა და ურთიერთობაში, რათა გაუზიაროს საკუთარი რეკომენდაციები კლიენტებს,"- ნათქვამია ხელშეკრულებაში.
BMG-სთან საუბარში დავით ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი კონტრაქტი მის კომუნიკაციების ბიზნესს დაეხმარება გაეცნოს აშშ-ის საკომუნიკაციო ლანდშაფტს, რათა აღნიშნული სერვისი საკუთარ ბიზნესებს შესთავაზოს. კითხვაზე თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული აღნიშნული მომსახურებით დავით ბაღაშვილი პასუხობს, რომ ამით სხვადასხვა ბიზნესები შეიძლება იყვნენ დაინტერესებული.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, დავით ბაღაშვილი რამდენიმე კომპანიაში არის ჩართული, მათ შორისაა შპს ჯორჯიან პროდაქშენი, რომელსაც ბიზნესმენ მიხეილ ჭკუასელთან ერთად ფლობს, ასევე კომპანია შპს Joy Group -ი და შპს ქლოზერი.