საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ძვირდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 16 ნოემბრიდან ავტომობილების რეექსპორტზე ახალი, 450 ლარიანი საფასური დაწესდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მოსაკრებელი აქამდე დადგენილი არ იყო და რეექსპორტის ოპერაციისთვის თანხის გადახდა მხოლოდ მომსახურების სააგენტოში ხდებოდა, რაც დაახლოებით 600 ლარი ღირდა და მას დამატებით 450 ლარი ემატება. აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას ატარებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებისთვის დაწესებული ახალი მოსაკრებელი ავტოიმპორტიორებსა და დილერებს დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვება და ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი დარგის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. რატომ დაწესდა ავტომობილების რეექსპორტზე ახალი მოსაკრებელი და რა გავლენა ექნება მას სექტორზე?
სტუმარი: ლაშა დარბაისელი - "საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე






























