მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტი განახევრდა - რამ გამოიწვია კლება?

პომიდორი

საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტი განახევრდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოდან 4,9 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეული გავიდა, საიდანაც საქართველოში წარმოებული ბოსტნეულის ექსპორტზე 3,5 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11,5 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეულის ექსპორტი დაფიქსირდა, საიდანაც ადგილობრივი ექსპორტი 10,2 მლნ აშშ დოლარი იყო.

კლება კარტოფილის ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, გასული წლის ორ თვეში ქვეყნიდან 7,8 მლნ აშშ დოლარის კარტოფილი გავიტანეთ, როცა წელს ეს მაჩვენებელი 722 700 აშშ დოლარია.

ბოსტნეულის მთავარი საექსპორტო ბაზრები უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანია. ხუთეულშია ასევე რუსეთი და თურქეთიც.

რაც შეეხება ბოსტნეულის სახეობებს, რაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში უცხოეთში გავყიდეთ, მათი TOP-5 შემდეგია:

  1. ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული - 2,7 მლნ აშშ დოლარი
  2. ახალი ან შეყინული პომიდორი - 930 300 აშშ დოლარი
  3. ახალი ან შეყინული კარტოფილი - 722 700 აშშ დოლარი
  4. ხახვი, პრასი, ნიორი - 194 700 აშშ დოლარი
  5. ახალი ან შეყინული კიტრი - 162 300 აშშ დოლარი
  6. გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული - 120 600 აშშ დოლარი
  7. სტაფილო, თალგამი, ჭარხალი - 76 500 აშშ დოლარი
  8. კომპოსტო, ბროკოლი - 50 800 აშშ დოლარი
  9. სალათა და ვარდკაჭაჭა - 15 700 აშშ დოლარი
  10. ახალი ან შეყინული პარკოსანი ბოსტნეული - 600 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, პირველ ადგილზე ბოსტნეულის ექსპორტში კარტოფილი იყო, რომლის სრული მოცულობა რუსეთში გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები